„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, მთავარსარდლის მითითებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმები დაიწყო, რომლებიც უკვე ზედიზედ მესამე ღამეა გრძელდება“, – აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ოპერაცია ირანის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაასუსტებს და შეამცირებს მის უნარს, „თავს დაესხას უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობასა და კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში“.
ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის სამიზნეებს ირანის სამხედრო აქტივები წარმოადგენს, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) და სარაკეტო სისტემები.