ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.