ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ქვეყანა „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს.
როგორც „გარდიანი“ წერს, რადევმა ამის შესახებ პარიზში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებს აცნობა.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას იმ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას მოითხოვს“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზა სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივება არ არის და საჭიროა ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც ესკალაციას საბოლოოდ დაასრულებს.
ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ აერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე თანამშრომლობენ. რუმენ რადევი პარიზში ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.