უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის 31 ოქტომბრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.

საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტს მხარი 313-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას  311-მა.

მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.