ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 15 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ოლოფ გილი ავრცელებს.

მისი განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ევროკომისიის პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, რა იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის კიევში ვიზიტის მთავარი მიზანი.