რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდიც არის.

რუსულმა ძალებმა იერიში კიევის სვიატოშინსკისა და დარნიცკის რაიონებზე მიიტანეს. დარნიცკის რაიონში ადმინისტრაციული საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უკვე ლიკვიდირებულია.

სვიატოშინსკის რაიონში კი ჭურვი ერთსართულიან საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.