ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში, ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის სათანადო კადრია“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას აღარ წარადგენს. ამ პოსტზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს დანიშვნა განიხილება.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა.