აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა.
„ეს ირანის წითელი ხაზია“, – აღნიშნა ზოლფაქარიმ.
მისივე თქმით, ირანში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომელიც ირანში ხიდებზე შესაძლო დარტყმებს ეხება, ძლიერი პასუხი მოჰყვება.
„ირანის პასუხი არა მხოლოდ პროპორციული, არამედ კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ირანი რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს ისე, რომ მისგან არაფერი დარჩება“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.