უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებზე იერიში მიიტანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსულ ტანკერებს Louise 1-სა და Banda-ს საზღვაო დრონებით დაარტყეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ტანკერებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს დარღვევით ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ.
მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსეთის ავიაციამ საზღვაო დრონების განადგურება სცადა, თუმცა უშედეგოდ.