უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკის დანიშვნას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი კანდიდატურა 289 დეპუტატმა დაამტკიცა.
სერგეი კორეცკი მანამდე სახელმწიფო კომპანიების – „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა.
პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე კორეცკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანები იქნება თავდაცვის ძალების სრულად აღჭურვა, უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის განვითარება, ასევე მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვის გაძლიერება.
„ეს არის თავდაცვის ძალების სრული აღჭურვა, უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის განვითარება, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა“, – განაცხადა კორეცკიმ.
სერგეი კორეცკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია სვირიდენკო შეცვალა.