კიევში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას ითხოვენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები უკრაინის დედაქალაქის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების გამო უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილემ, პაველ ელიზაროვმა, თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას აღარ წარადგენს.

მიხაილო ფედოროვმა ოთხშაბათს გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა და საქმიანობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ის გააგრძელებს მისიას, რათა „მტერი ასიმეტრიის, ინოვაციებისა და ორგანიზაციული სიძლიერის მეშვეობით დაამარცხოს“.