„რა უნდა გითხრათ, ამდენი აბსურდია… ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსს“ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.
იოსებ სიგუამ მცირე კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და ჟურნალისტის კითხვაზე აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ როგორც იოსებ სიგუა, ასევე მისი ყოფილი მეუღლე. საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი განიხილავდა, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, სოფიო სიგუა-შატბერავამ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.