შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს ძარცვის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი და მუქარის იარაღი – დანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.