სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.