“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, “ – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პარასკევს კი იორდანიაში განხორციელებულ დარტყმებს ორი სამხედრო ემსხვერპლა, რითაც აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებიდან დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დონალდ ტრამპის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. „ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა და აღნიშნა რომ აშშ-მა მათ დღესაც ძალიან ძლიერად დაარტყა.