უნგრელმა მსოფლიო კლასის მოჭადრაკემ, იუდიტ პოლგარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის შეთავაზებაზე, დაეკავებინა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პიტერ მადიარმა კვირას სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას იუდიტ პოლგარს შესთავაზებდა.

პოლგარმა შეთავაზების შესახებ მადლიერება საკუთარ Facebook-პოსტში გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პასუხისმგებლობის აღებას ვერ შეძლებს.

„მადლიერი ვარ ამ შეთავაზებისთვის. თუმცა, საკმარისად ძლიერად არ ვგრძნობ თავს, რომ ავიღო ისეთი ისტორიული პასუხისმგებლობა, როგორიცაა გაყოფილი ერის გაერთიანება, ამიტომ ამ შემოთავაზების მიღებას ვერ შევძლებ“, – წერს იუდიტ პოლგარი.

ცნობისთვის, გასულ კვირას უნგრეთში საკონსტიტუციო ცვლილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი მომდევნო კვირას ვაკანტური გახდება.