ათენში, აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი ორ ტურისტს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ქალმა ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მამაკაცს უფრო მძიმე დაზიანებები აღენიშნება. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, თავდასხმამდე მამაკაცი გამვლელებს დანით ემუქრებოდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციას აცნობა.