აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

„CENTCOM-ის აქტივებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, თვითმფრინავების ანგარებს, დრონების საწყობებსა და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ირანმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გამავალ 30-ზე მეტ კომერციულ გემს შეუტია, თუმცა, ირანის აგრესიის მიუხედავად, სრუტე კომერციული გემების ტრანზიტისთვის ღია რჩება.

„მაისის დასაწყისიდან CENTCOM-მა 900-მდე კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტს შეუწყო ხელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლების განცხადებით კი, „აშშ-ის დასასჯელად“ გამთენიისას თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს.