მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა. მთავრობის დამტკიცებას მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ხუთი ძირითადი პრიორიტეტი ექნება: ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ქვეყნის მოდერნიზაციისთვის გამოყენება, სახელმწიფო სისტემის ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვასილე ტოფანი 11 ივლისს წარადგინა.