“ რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების გამო, გემთმფლობელებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის გემების შესვლა დროებით შეაჩერეს,” – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ განაცხადა. „დღევანდელი მდგომარეობით, გემების შემოსვლა შეჩერებულია. ეს გემთმფლობელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია“, – განაცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემებზე თავდასხმის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ გამოაცხადა.