აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულადი სახსრებით, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს.
ტრამპმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე.
„ეს განცხადება ძალაში დარჩეს შემდგომ შეტყობინებამდე. ამიერიდან, გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ასეთი ზარალი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, თუმცა ეს ყველაზე სამართლიანი ქმედებაა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.