ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილით ბაჰრეინის შეიხ ისას (Sheikh Isa) საჰაერო ბაზისა და იორდანიის ალ-აზრაკის (Al-Azraq) საჰაერო ბაზაზე მდებარე აშშ-ის ობიექტების მიმართულებით თავდასხმის დრონები გაუშვეს. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, როგორც CNN წერს, ჩანს დრონები, რომლებიც ბაჰრეინისა და იორდანიის მიმართულებით გადაადგილდებიან. თუმცა, როდის და სად არის აღნიშნული კადრები გადაღებული, ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

ამასთან, დღეს დილით ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სირენები ჩაირთო და მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.