რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, სოლომიანსკის რაიონში ნანგრევების ჩამოვარდნამ არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია.
უკრაინის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დესნიანსკის რაიონში ცეცხლი საწყობს გაუჩნდა, ხოლო ავტოსადგომზე 10 მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა დაიწვა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დედაქალაქში სამი ადამიანი დაშავდა.