ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს . არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.