“ აშშ-ის ქალაქ სიეტლში, საკვების ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა,”  – ინფორმაციას   CNN-ი ავრცელებს.  სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა, ოთხი კი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მესამე პირიც გარდაიცვალა.

სიეტლის მერმა კეიტი უილსონმა განაცხადა, რომ პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.