თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებენ. პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.
ცნობისთვის, 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.