დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს. „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
ასევე, ტრამპის თქმით, კარგი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს ჩემს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა! ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. “ პრეზიდენტ ტრამპთან Patriot-ის რაკეტებისა და დიპლომატიის საკითხს განვიხილავდით, კარგი შეხვედრა იყო. ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის წინ წასაწევად. პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი მწუხარება გამოვხატეთ ლინდსი გრემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები და სხვა იდეები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე – მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი გამოცოცხლდეს. ჩვენი გუნდები მოაგვარებენ მათი შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მისი მყარი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზელენსკი.