საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე.

ამასთან, 28 ივლისს გამოცემული კიდევ ერთი ბრძანებით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 28 ივლისს განაცხადა. „ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.