ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება დასრულდა. ღონისძიების ტრიუმფატორი შონ ბეიკერის Anora გახდა.
ყველაზე მეტი, 5 ჯილდო Anora-მ აიღო. მეორე ადგილზე 3 ოსკარით The Brutalist გავიდა. 2-2 ჯილდოს მოპოვება Dune 2-მა, Emilia Perez-მა და Wicked-მა მიიღო.
მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ედრიუ ბროუდი გახდა ფილმში : “ბრუტალისტი” შესრულებული როლისთვის.
ფილმში “ანორა” ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის „ოსკარი“ მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ზოი სალდანი დასახელდა ფილმში : „ემილია პერესი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „ოსკარი“ კირან კალკინს გადაეცა ფილმისთვის “ნამდვილი ტკივილი”.
საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა ფილმისთვის : „ანორა“. ფილმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის და ფილმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებშიც.
ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში მიმდინარეობს. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვება.