თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან დაძაბული შეხვედრისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ  უკრაინის ლიდერს ლონდონში ევროპელმა პოლიტიკოსებმა უმასპინძლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ორგანიზებულ შეხვედრას, მოგვიანებით კი ის მეფე ჩარლზ მესამემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. სამიტის ძირითადი მიზანი  ‘’ომის შეჩერების გეგმის შემუშავება იყო. ბრიტანეთის პრემიერის თქმით გეგმას მოგვიანებით ამერიკულ მხარესთან განიხილავენ.

მხარეებმა დაგეგმეს მოქმედების  ოთხი ნაბიჯი:

  • განაგრძონ უკრაინის სამხედრო დახმარება
  • გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე
  • მიღწეულმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და 
  • უკრაინა უნდა ესწრებოდეს ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებას. 

იმ შემთხვევაში თუ შედგება სამშვიდობო შეთანხმება  ევროპელი ლიდერები შეეცდებიან შაკავონ რუსეთი უკრაინაში შეჭრისგან. დაგეგმილია ‘’მსურველების კოალიციის’’ შექმნა უკრაინის დაცვისთვის, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნნებისთვის. 

კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ვალდებულება მხარი დაუჭიროს ევროპულ ქვეყნებს საჰაერო და სახმელეთო მიმართულებებში. ‘’ევროპამ უნდა შეასრულოს მძიმე სამუშაო’’ განაცხადა მან და დაამატა რომ ამაში ევროპას ამერიკის მხარდაჭერა დასჭირდება. ‘’ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს იმასთან დაკავშირებით რომ სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ მშვიდობის დამკვიდრებას, ამას ერთად უნდა მივაღწიოთ, თუმცა არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამერიკა არ არის სანდო მოკავშირე.’’ – განაცხადა სტარმერმა პრესასთან საუბარში. 

პრე-კონფერენციაზე სადაც მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრეს პრემიერმა სტარმერმა აღნიშნა, რომ ლიდერები შეთანხმდენენ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდნენ, რათა მოქმედების ტემპი შენარჩუნდეს და გაგრძელდეს საერთო გეგმაზე მუშაობა.