„საფრანგეთის ელჩმა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. თქვენ ხედავთ, რა ხდება საფრანგეთში: ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა, ამ დროს ჩვენთან მიმართებაში შენიშვნები აქვთ ისეთ საკითხებზე, რაც არავითარ შენიშვნას არ იმსახურებს.
თავად საკუთარ საქმეებს მიხედონ. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა.
ჩვენი ელჩები ასეთ რაიმეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს. ამის მიუხედავად არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს, ნუ გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევით,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ.