პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 79 ხმით იქნა მიღებული. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.

ცნობისთვის,ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა,რომელსაც ,,ქართული ოცნების” დეპუტატი,პაატა სალია ჩაანაცვლებს.