“მიზანი არის კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა, ციხეში ჩასმა და კონკრეტული პარტიების, მათ შორის, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმება, ასევე საქართველოს ისტორიის გადაწერა. რაც შეეხება კომისიის პროცედურებს თუ როგორ გააფართოებენ ვადებს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ მთავარი არის ის მიზანი, რასაც ეს ე.წ. კომისია ემსახურება”, – აცხადებს პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.