აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირანთან შეთანხმების თაობაზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ამის შესახებ „აქსიოსი“   წერს. გამოცემის ინფორმაციით, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-ტანის მაიამიში შეხვდნენ ირანთან შეთანხმების მისაღწევად.  „კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი შეთანხმების მისაღწევად ერთობლივად მუშაობენ. შუამავლები ორივე მხარეს მოუწოდებენ, შეამცირონ დაძაბულობა და შეთანხმების მიღწევაზე გაამახვილონ ყურადღება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსთან“.   შეგახსენებთ, რომ აშშ ირანის მხრიდან ელოდება პასუხს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.