საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება   ხვალ  11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  142-ე კათოლიკოს-პატრიარქს   ხვალ აირჩევს, ამას სინოდი  ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს.  ცნობისთვის,  28 აპრილს  წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო , ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.