ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია   12 მაისს,  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქმა  განაცხადა.    ცნობისთვის,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს   142-ე კათოლიკოს-პატრიარქად   საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო   მუჯირი   აირჩიეს , მან   22 ხმა მიიღო.    რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.    გაფართოებული საეკლესიო კრების   განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა. 

შეგახსენებთ,   საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი  გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

როგორც ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შედეგების  გამოცხადებისას აღნიშნა, „ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ“.