სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ეხება „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“. აღნიშნული შეთანხმების პარაფირება გასულ კვირას, ერევანში სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტის დროს შედგა.   სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ   გამოაქვეყნა  ვიდეო, სადაც 4 ივნისს მინისტრი არარატ მირზოიანი ხელს აწერს შეთანხმებას.  „ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ ხელი მოვაწერე სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ჩარჩო შეთანხმებას  ტრამპის მარშრუტის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე  დღის წინ ის პარაფირებული იყო ჩემი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ სომხეთში ვიზიტის დროს. ახლა კი, მდივანმა რუბიომაც მოაწერა ხელი შეთანხმებას, დოკუმენტი გამოიგზავნა სომხეთში და მე ხელი მოვაწერე მას სომხეთის სახელით. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულდა და შეთანხმება მზადაა რატიფიკაციისთვის“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.