რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს.
ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 75.31%.
მეორე ადგილზეა „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“, რომელსაც ამომრჩეველთა 14.03%-მა დაუჭირა მხარი. „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 8.75% მიიღო, „ახალმა ხალხმა“ — 8.01%, ხოლო მეხუთე ადგილზე „სამართლიანი რუსეთია“ 5.01%-ით.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.66% შეადგინა.
მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა.