ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულება და სავაჭრო ცენტრი. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი დარტყმა სავაჭრო ცენტრ „ინთრეიდზე“ განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ობიექტებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრები ჩანს.
შემთხვევის ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. დაზიანებებისა და თავდასხმის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.