კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო. კოსოვოს მასშტაბით სულ 2 550 საარჩევნო უბანია, ხოლო ხმის მიცემა ორ მილიონ ადამიანს შეუძლია. დილის 09:00 საათისთვის ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 3%-მა. ეს უკვე მესამე ვადამდელი არჩევნებია ბოლო წელიწად-ნახევარში.