სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 14.46%-ია. არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 363 ათასზე მეტმა ადამიანმა.  ცესკო-ს მონაცემებით, წელს წინა არჩევნებთან შედარებით აქტივობა თითქმის 2,5 პროცენტით მეტია. შეგახსენებთ,   სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.