გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს დაუნინგ სთრითზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უმასპინძლებს.
Guardian-ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების შემდგომი ნაბიჯები იქნება.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოს საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ერთად ეწვევა. ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომისა და კიევის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება ომის საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
პუტინის განცხადებით, ასეთ შეხვედრაში აზრს ვერ ხედავს.
ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას დასავლელი ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების განხილვისთვის გამოიყენებენ.