ცენტრალურ ისრაელში, სროლების სერიის შედეგად, 35 წლის მამაკაცი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.  როგორც  მედია წერს პოლიციამ მომხდარ სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, სავარაუდო თავდამსხმელი, ისრაელელი არაბი მოკლეს და მის მფლობელობაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, მოკლულია მეორე ეჭვმიტანილიც.

პოლიცია საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივმა მედიამ 35 წლის გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქედ დაასახელა.