29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე პერიოდულად იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ რაიონებში ნალექი ძლიერი ინტენსივობის იქნება.
მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. მცირე მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული მოვლენების საფრთხის დონე საშუალოა.