საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება.

სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვიზიტს დღეს გეგმავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა, რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შესულიყო. ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა და აღნიშნული გარემოებების გადამოწმება სახალხო დამცველის კომპეტენციაა.

„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი”, – განაცხადა ადვოკატმა.