ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.