საფრანგეთის სენატმა  დაამტკიცა  კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აქციების დროს მიყენებული ზიანისთვის ფინანსური პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დაეკისრებათ.  კანონპროექტი მაისში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „არსენალის“ დამარცხების შემდეგ პარიზში მომხდარი არეულობის საპასუხოდ მომზადდა.   თუმცა, ინიციატივამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციები საფრანგეთში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ობიექტი დაზიანდა, გაძარცვეს   მაღაზიებიც. სენატმა კანონპროექტის გაფართოებულ ვერსიას 229 ხმით 105-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, ქუჩის აქციების დროს მიყენებული ზიანისთვის დემონსტრანტებს შესაძლოა, 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაეკისროთ. ზიანის ანაზღაურების მიზნით, შესაძლოა, პირებს სოციალური დახმარებისა და საცხოვრებლის სუბსიდირების თანხებიც ჩამოაჭრან. კანონპროექტი განსახილველად და კენჭისყრისთვის ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა.