აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  აცხადებს,  რომ უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.  როგორც  ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. „შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, –  განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს დაზუსტება სთხოვეს, თუ ვის შორის გაიმართება შეხვედრა.  „პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.