რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში მდებარე საწყობის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საწყობზე დარტყმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.
მისივე ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსული იერიშის დაწყებამდე კიევში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.