უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.
ამის შესახებ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები დეტალურად განიხილეს, მათ შორის უკრაინის მოსახლეობის დაცვა, ზამთრისთვის მზადება და არსებული დიპლომატიური შესაძლებლობები.
„ამჟამად არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებითი საშუალებების მოძიების საკითხზე კიევი პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტშია.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საფრთხის პირობებში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა მიუღებელია.
„როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, სანქციების მოხსნაზე საუბარიც კი არ შეიძლება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.